|
2023-04-04 22:52:42, 2497 ნახვა
კომენტარი
ხაბეიშვილი - ხელისუფლებამ რიკოთი 9 აპრილის აქციის შიშით ჩაკეტა, იძულებულს ნუ გაგვხდიან, რომ ბიძინა ივანიშვილს ჭორვილაში მივაკითხოთ
ხელისუფლებამ რიკოთი 9 აპრილის აქციის შიშით ჩაკეტა, იძულებულს ნუ გაგვხდიან, რომ ჭორვილაში, სახლში მივაკითხოთ ბიძინა ივანიშვილს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, ხელისუფლებამ იცის, რომ დასავლეთ საქართველოდან ძალიან ბევრი ადამიანი აპირებს 9 აპრილის აქციაზე დედაქალაქში ჩამოსვლას, სწორედ ეს ხდება მიზეზი, იმისა, რომ რიკოთის უღელტეხილი ჩაიკეტოს კვირებით, თორემ როგორც თავდ აღნიშნავს, გვირაბის გაწმენდვას 5 კვირა არ სჭირდება. "რიკოთის უღელტეხილი 2 კვირით ჩაკეტეს. ფაქტობრივად, დასავლეთ საქართველო მოწყვიტეს. მინდა გითხრათ, რომ ღამე 2-3 საათი იქ სატვირთო მანქანებს უშვებენ. სატვირთოებისთვის არ არის სახიფათო და არ შეიძლება, რომ სატვირთო მანქანა გადავარდეს სადმე, მეწყერსაშიში თუ არის? ეს ხდება იმისთვის, რომ მათ 9 აპრილის ეშინიათ. იციან ხალხის განწყობა, რომ დასავლეთ საქართველოდან ძალიან ბევრი ადამიანი აპირებს წამოსვლას. იძულებულს ნუ გაგვხდიან, რომ ჭორვილაში, სახლში მივაკითხოთ ბიძინა ივანიშვილს. იმიტომ, რომ ამ ადამიანებს აქციაზე წამოსვლა უნდათ. დარწმუნებული ვარ, თბილისში 2-ჯერ, 3-ჯერ, 5-ჯერ უფრო მეტი ადამიანი წამოვა, როცა უყურებენ, რომ 9 აპრილის შიშით მათ რიკოთი დაკეტეს. ახლა ათას სისულელეს ბლუყუნებენ, რომ თურმე რაღაც კვლევებს ატარებდნენ. აქამდე სად იყვნენ? ახლა ატარებენ კვლევებს? გვირაბს რომ აშენებ, კვლევა მანამდე არ უნდა ჩაატარო? ან გზა თუ გასაწმენდია, რათ უნდა ამას 5 კვირა. ხალხი გვირაბებს აშენებს 48 საათში", - თქვა ხაბეიშვილმა. შეგახსენებთ, 9 აპრილს, 17:00 საათზე რუსთაველის გამზირზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" აქციას მართავს.
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)