12:40 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-24 13:52:49, 6702 ნახვა

ომი უკრაინაში
პაატა იმნაძე კორონავირუსზე - საკმაოდ გაფართოვდა შემოტანილი შემთხვევების გეოგრაფია, ფიქსირდება თურქეთიდან შემოტანილი შემთხვევები

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში შემოტანილი კორონავირუსული შემთხვევების გეოგრაფია საკმაოდ გაფართოვდა.

მისი თქმით, ქვეყანაში ფიქსირდება თურქეთიდან შემოტანილი კორონავირუსული შემთხვევები.

„ინფიცირებულთა მდგომარეობას რაც შეეხება, განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ არის ერთი ქალბატონი , რომელიც მარნეულიდანაა. კიდევ არის რამდენიმე საყურადღებო ავადმყოფი, დანარჩენების მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და ემზადება კიდევ რამდენიმე პაციენტი გაწერისათვის. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ არც ერთი დამატებული შემთხვევიდან არ არის ახალი კლასტერები. 4 ადამიანი არის მარნეულის ოჯახის წევრები იმ ქალბატონის, რომელიც არის ამჟამად ჰოსპიტალიზირებული თბილისში. მისი ოჯახის წევრები არიან ძალიან ახლო და მჭიდრო კონტაქტები. გამოკვლეული იქნა ასევე მარნეულში სხვა პაციენტები, რომლებიც იმ საავადმყოფოში იყვნენ სადაც ეს ქალბატონი იწვა მარნეულში, ჯეო ჰოსპიტალში. ასევე, გამოკვლეულია ჯეო ჰოსპიტალის პერსონალი. ტესტირების შედეგად ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია. უკვე ფიქსირდება ახალი ქვეყანა და ფიქსირდება თურქეთიდან შემოტანილი შემთხვევები, დაემატა შეერთებული შტატებიდან შემოტანილ კლასტერში შემთხვევები. ისევ და ისევ შემოსული და ერთიც ოჯახის წევრზე გადაცემა. შემოტანილი შემთხვევების გეოგრაფია საკმაოდ გაფართოვდა. ჯერჯერობით ყველა კონტროლის ქვეშაა“, - განაცხადა პაატა იმნაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საგამოძიებომ ₾500 ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავა
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics