2019-04-30 14:32:49, 4302 ნახვა
სპორტი
მაისის ბაშოს ბანძუკე ცნობილია - ტოჩინოშინი დასავლეთის სეკივაკეა
სუმოს ვებგვერდზე გავრცელდა მაისის ბაშოს მონაწილეთა ვინაობა. ქართველი რიკიში, ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი, მაისის ბაშოზე სეკივაკის რანგში იასპარეზებს. ის დასავლეთიდან ერთადერთი სეკივაკე იქნება.
ტრავმის მიუხედავად, ბაშოზე მონაწილეობას იოკოძუნა ჰაკუჰოც მიიღებს. დასავლეთის იოკოძუნის რანგში კი კაკურიუ წარდგება.
საინტერესო იქნება მაისის ბაშოზე ბულგარელი აოიამას ხილვა, რომელიც აღმოსავლეთის კომუსუბი გახლავთ. მარტის ბაშოზე ბულგარელმა რიკიშიმ 12 მოგება და 3 წაგება დააფიქსირა.
რაც შეეხება გაგამარუს, ქართველი მებრძოლი ჯურიუ დივიზიონში მე-7 ნომრად იასპარეზებს.
ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან