02:30 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-23 16:16:32, 670 ნახვა

სხვადასხვა
ლტოლვილის სტატუსის მინიჭების პროცედურები მკაცრდება

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონში და სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტი მიიღეს.
დღეს მოქმედი რედაქციით, პირი, რომელიც ლტოლვილის სტატუსის მაძიებელია,  საზღვრის უკანონო კვეთის პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება. ცვლილებების თანახმად კი, ლტოლვილის სტატუსის მაძიებელი პირი, საზღვრის უკანონო კვეთის  პასუხისმგებლობისგან მხოლოდ იმ შემთხვევაში გათავისუფლდება, თუ ის უშუალოდ იმ  ქვეყნიდან შემოდის, სადაც  საფრთხე ემუქრება.
"ლტოლვილის სტატუსის მაძიებელი პირი, რომელიც შემოვიდა  საქართველოში, დღეს ის თავისუფლდება საზღვრის  უკანონო კვეთის პასუხისმგებლობისგან,  თუ ის არის ლტოლვილის სტატუსის მაძიებელი. იმ შემთხვევაშიც თუ ოკუპირებული ტერიტორიებიდან შემოვიდა.ჩვენ ვამკაცრებთ ამას და ვამბობთ, რომ მხოლოდ  იმ შემთხვევაში გათავისუფლდება, თუ ის შემოდის  იმ ქვეყნიდან, სადაც მას უშუალოდ საფრთხე ემუქრება, მაგრამ თუ ის გამოდის, მე-3, მე-4 ქვეყნის გავლით, ამ შემთხვევაში ის არ გათავისუფლდება.ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსსთან არაფერი შუაში არ არის, საუბარია საქართველოს საზღვარს სად გადმოკვეთავს,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორია არ არის საქართველოს საზღვარი, მაგრამ თუ  გადმოკვეთა საზღვარი ვთქვათ ფსოუზე, ის ქვეყანა იყო თუ არა პირველი ქვეყანა, ამაზეა საუბარი",-განაცხადა  სოზარ სუბარმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ბაზისბანკის მობაილბანკის განახლებები, უფრო კომფორტული და თანამედროვე ციფრული გამოცდილებისთვის
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics