2016-06-18 22:01:31, 3754 ნახვა
კულტურა
ქუთაისში ხოსე კარერასის კონცერტი მიმდინარეობს
ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე, თეატრის წინ ესპანელი ტენორის ხოსე კარერასის კონცერტი მიმდინარეობს.
ვარკსვლავი საქართველოს "ჩექ ინ ჯორჯიას" ფარგლებში ეწვია.
ის საქართველოს მეორედ სტუმრობს, ამჯერად ტენორი ქუთაისელი პუბლიკის წინაშე გამოდის.
მომღერალი კარიერას ასრულებს და ქუთაისიც მისი საიუბილეო, "მსოფლიოს ფინალური ტურის" ერთ-ერთი ქალაქია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან