20:02 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-09 10:01:57, 3345 ნახვა

მსოფლიო
ალი ხამენეის მეორე ვაჟი, 56 წლის სეიედ მოჯტაბა ხამენეი, ისლამური რესპუბლიკის ახალი უზენაესი ლიდერი გახდა

ირანის გარდაცვლილი უზენაესი მმართველის, ალი ხამენეის მეორე ვაჟი, 56 წლის სეიედ მოჯტაბა ხამენეი, ისლამური რესპუბლიკის ახალი უზენაესი ლიდერი გახდა, იტყობინება Fars-ი ექსპერტთა ასამბლეაზე დაყრდნობით.

მოჯტაბა ხამენეი, შიიტი სასულიერო პირი, რომელსაც უდიდესი გავლენა აქვს ირანის პოლიტიკურ და რელიგიურ წრეებში, დიდი ხნის განმავლობაში იკავებდა მნიშვნელოვან თანამდებობებს უზენაესი ლიდერის ადმინისტრაციაში და მჭიდროდ თანამშრომლობდა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან.

ექსპერტთა ასამბლეამ უზენაესი ლიდერი 8 მარტის დილით აირჩია. საბჭოს წევრმა, მოჰამედ მეჰდი მირბაგერიმ, ექსპერტების შეთანხმება გამოაცხადა.

ბოლო დღეებში მედიასაშუალებები იუწყებოდნენ, რომ გარდაცვლილი აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი ამ პოსტის მთავარ კანდიდატად ითვლება, მაგრამ მთავრობამ დანიშვნა ოფიციალურად მხოლოდ ახლა დაადასტურა.

მოჯტაბა ხამენეი ცნობილია, როგორც მკაცრი ხაზის მომხრე და მჭიდრო კავშირში მყოფი ადამიანი ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან, ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან უსაფრთხოების სააგენტოსთან.

„ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ის გააგრძელებს მამამისის მემკვიდრეობას, რომელიც ძალიან რადიკალური იდეოლოგიური სასულიერო პირი იყო“, - განუცხადა CNN-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილმა დირექტორმა, დევიდ პეტრეუსმა.

პეტრეუსის თქმით, ზოგიერთი დასავლელი ანალიტიკოსი იმედოვნებდა, რომ ახალი ლიდერი უფრო მოქნილი პოლიტიკოსი იქნებოდა, რომელიც დათანხმდებოდა აშშ-ს მოთხოვნებს ბირთვული და სარაკეტო პროგრამების მიტოვების შესახებ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ალიევი - ამ რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი, მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე
მოღალატევ, რუსების მონა - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ყოფილ პრემიერ ნოღაიდელს დაუპირისპირდა
აფგან სადიგოვი, პოლიციამ დააკავა
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics