2025-05-16 17:08:45, 1620 ნახვა
ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი ნომერ პირველი პრიორიტეტი ცეცხლის შეწყვეტაა
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის ნომერ პირველი პრიორიტეტი ცეცხლის სრული, უპირობო და გულწრფელი შეწყვეტაა.
„ეს დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს მკვლელობების შესაჩერებლად და დიპლომატიისთვის მყარი საფუძვლის შესაქმნელად. თუ დღეს სტამბოლში რუსეთის წარმომადგენლები ამაზეც, ცეცხლის შეწყვეტაზეც არ დათანხმდებიან, მაშინ 100%-ით ნათელი იქნება, რომ პუტინი აგრძელებს დიპლომატიისთვის ძირის გამოთხრას“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის შეხვედრა დასრულდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,