|
2025-03-31 11:10:35, 1279 ნახვა
ომი უკრაინაში
სიბიგა - უკრაინა არ დათანხმდება რუსეთის არც ერთს მოთხოვნას, რომელიც მას დაასუსტებს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ თქვა, რომ უკრაინა ითხოვს მყარ და გრძელვადიან უსაფრთხოების გარანტიებს და არ მიიღებს არც ერთ მოთხოვნას, რომელიც ქვეყანას სუსტსა და დაუცველს დატოვებს. როგორც მინისტრი აღნიშნავს, რუსული მოთხოვნები და ულტიმატუმები მრავალი წლის განმავლობაში უცვლელი რჩება. კერძოდ, რუსეთის ცდილობს შეზღუდოს უკრაინული ჯარი, თავდაცვისუნარიანობა, სამხედრო დახმარება პარტნიორებისგან და დაბლოკოს უკრაინის NATO-ში შესვლა. "ყველა ამ მოთხოვნას აქვს საერთო მახასიათებელი აქვს, მოსკოვს სურს მიიღოს სუსტი, დაუცველი უკრაინა. ეს არ არის საუბარი NATO-სა და "უსაფრთხოების საკითხების" შესახებ. საუბარია რუსეთის შესაძლებლობაზე გაანადგუროს უკრაინის სახელმწიფო, დაიპყროს მისი ტერიტორიები, სასარგებლო წიაღისეული". – თქვა მინისტრმა. სიბიგამ აღნიშნა, რომ მოსკოვის რიტორიკა 2022 წლის დონეს დაუბრუნდა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)