00:00 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-29 10:50:59, 1149 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის პრეზიდენტი - წიაღისეულის შეთანხმებას ხელს არ მოვაწერთ, თუ ის EU-ში გაწევრიანებას შეგვიზღუდავს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა აშშ-სთან წიაღისეულის შესახებ შეთანხმებას ხელს არ მოაწერს, თუ ის საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას.  

ზელენსკის თქმით, 28 მარტს უკრაინამ აშშ-სგან შეთანხმების ახალი ვერსია მიიღო.  

"ახალ ვერსიაში ბევრი რამაა, რაც ადრე არ განხილულა. ასევე, არის საკითხები, რომლებიც ადრე მხარეებმა უარყვეს" - აღნიშნა ზელენსკიმ.  

უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეთანხმების ახალი ვერსია შესაძლოა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს ეწინააღმდეგებოდეს, რადგან მასში გათვალისწინებულ მკაცრ შეზღუდვებს უკრაინის ეკონომიკურ სუვერენიტეტზე გავლენა ექნებათ.  

"უკრაინის კონსტიტუცია ნათლად განსაზღვრავს ჩვენს ევროპულ კურსს. არაფერს, რაც საფრთხეს შეუქმნის უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, არ მივიღებთ" - განუცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებს.  

პრეზიდენტი მზად არის განიხილოს შეთანხმება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასში „არ იქნება შესაბამისი საკანონმდებლო საფრთხეები“. მან ასევე აღნიშნა, რომ იურისტებმა შეთანხმების ყველა ვერსია უნდა შეადარონ და თავისი შეფასებები შეიმუშავონ.  

ვაშინგტონი თავდაპირველად გეგმავდა შეთანხმების ხელმოწერას 28 თებერვალს, თუმცა პროცესი თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ზელენსკის შორის უპრეცედენტო კამათის შემდეგ გადაიდო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics