23:51 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-27 08:56:57, 1140 ნახვა

ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინი მალე მოკვდება და ყველაფერი დასრულდება

საზოგადოების დესტაბილიზაცია - ეს არის ის, რისიც ვლადიმერ პუტინს ეშინია. თუ ჩვენი პარტნიორები პუტინზე ზეწოლას განახორციელებენ, მას ექნება საზოგადოების დესტაბილიზაცია, პუტინს ამის ეშინია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

„საზოგადოების დესტაბილიზაცია - ეს არის ის, რისიც ვლადიმერ პუტინს ეშინია. მაგრამ ამაზე გავლენას ვერავინ შეძლებს. ის თავად მოახდენს მასზე გავლენას. მისი ეკონომიკა მოახდენს გავლენას, სანქციების პოლიტიკა მოახდენს გავლენას. თუ ჩვენი პარტნიორები იქნებიან ისეთივე ძლიერები, როგორებიც არიან. თუ მოისურვებენ არა სუპერ ძალების დემონსტრირებას, არამედ, უბრალოდ, თავიანთი რეალური ძალების დემონსტრირებას, თუ პუტინზე ზეწოლას განახორციელებენ, მას ექნება საზოგადოების დესტაბილიზაცია, ამის ეშინია. ანუ პუტინს ამის ეშინია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, არის კიდევ ერთი რამ, რისიც ვლადიმერ პუტინს ეშინია - ძალაუფლების დაკარგვის.

„ეს დამოკიდებულია საზოგადოების სტაბილურობაზე, მაგრამ ასევე დამოკიდებულია მის ასაკზე. ის მალე მოკვდება, ეს ფაქტია და ყველაფერი დამთავრდება. ანუ, მისი საკითხი შეიძლება დასრულდეს მანამ, სანამ ის დაასრულებს თავის აბსოლუტურად უსაფრთხო და წარუმატებელ ისტორიულ ცხოვრებას. აი, რისი ეშინია მას“, - აღნიშნა ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics