06:29 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-07 15:37:45, 1039 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინელებს შორის ვოლოდიმირ ზელენკისადმი ნდობა 68%-მდე გაიზარდა
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

გამოკითხვის მიხედვით, აშშ-სთან ურთიერთობის გამწვავების ფონზე, უკრაინელებს შორის ქვეყნის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისადმი ნდობა 68%-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

„კიევის საერთაშორისო სოციოლოგიის ინსტიტუტის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ოვალურ კაბინეტში კამათის შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკისადმი ნდობა თებერვლის პირველ ნახევარში არსებული 57%-დან 68%-მდე გაიზარდა.

გამოკითხვის თანახმად, 2025 წლის თებერვლის პირველ ნახევარში უკრაინელების 57% ენდობოდა ზელენსკის, პრეზიდენტის ნდობას არ უცხადებდა 37%.

14 თებერვლიდან 4 მარტამდე პერიოდში კი სახელმწიფოს მეთაურისადმი ნდობის დონე 67%-მდე გაიზარდა, ხოლო მათი რაოდენობა, ვინც ზელენსკის არ ენდობა, 29%-მდე შემცირდა.

გამოკითხვის მიხედვით, პრეზიდენტისადმი ნდობა შედარებით დაბალია უკრაინის აღმოსავლეთში, თუმცა უმეტესობა მაინც ენდობა ზელენსკის. გამოკითხვის შედეგების თანახმად, პრეზიდენტს ენდობა 60%, ხოლო არ ენდობა 36%.

„კიევის საერთაშორისო სოციოლოგიის ინსტიტუტის“ მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 1029 ადამიანმა. გამოკითხვა ჩატარდა უკრაინაში იმ მონეტისთვის მცხოვრებ 18 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებთან. კვლევითი ცენტრის ცნობით, ასეთი გამოკითხვის დროს, ცდომილება არ აღემატება 4,1%-ს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics