01:59 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-15 11:09:42, 925 ნახვა

ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი - აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე უკრაინის გადარჩენის დაბალი შანსი გვექნება

აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე გადარჩენის დაბალი შანსი გვექნება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე განცხადებით, აშშ-ის სამხედრო მხარდაჭერა უკრაინის თავდაცვისთვის და მისი მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„არ მინდა ვიფიქრო რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაზე აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე. არ მინდა იმაზე ფიქრი, რომ ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები არ ვიქნებით. ეს ძალიან რთული იქნება. რა თქმა უნდა, შანსი ყველა რთულ სიტუაციაში არსებობს, მაგრამ ჩვენ აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე გადარჩენის დაბალი შანსი გვექნება. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია, კრიტიკულად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს არა ომის დასრულება, არამედ ცეცხლის დროებით შეწყვეტა სურს, რათა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მოიხსნას და მან არმიის რეორგანიზაცია შეძლოს.

„ეს არის ის, რაც მას ნამდვილად სურს. მას პაუზა სურს, რათა მოემზადოს და ცეცხლის შეწყვეტის გამო სანქციები მოიხნას“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics