13:19 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-12 09:57:38, 637 ნახვა

ომი უკრაინაში
ზახაროვა - ზელენსკი ცდილობს დამალოს იმ კატასტროფის რეალური მასშტაბი, რაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქში განიცადეს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ცდილობს დამალოს იმ კატასტროფის რეალური მასშტაბი, რაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქში განიცადეს, - ასე ეხმაურება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, რომ კიევი მოსკოვს ტერიტორიების პირდაპირ გაცვლას შესთავაზებს, კერძოდ, უკრაინის ტერიტორიის მიღების სანაცვლოდ კურსკის ოლქში უკრაინელების მიერ დაკავებულ მიწებს დათმობს.

„კურსკის ოლქში მოქმედი ნეონაცისტები მიწას ყოველგვარი გაცვლის გარეშე მიიღებენ, დაახლოებით, ერთ მეტრი ორზე ფართობით და ნახევარი მეტრი სიღრმით. ზელენსკი ასეთ განცხადებებს აკეთებს, რათა დამალოს დამალოს იმ კატასტროფის რეალური მასშტაბები, რაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქში განიცადეს“, - აღნიშნა ზახაროვამ.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ განაცხადა, რომ თუ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრაინისა და რუსეთის მოლაპარაკებების მაგიდასთან დასმას შეძლებს, ის რუსეთს შესთავაზებს ტერიტორიების პირდაპირ გაცვლას - კურსკში უკრაინის მიერ დაკავებული ტერიტორიების უკრაინული მიწების სანაცვლოდ დათმობით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics