|
2025-02-07 09:05:09, 757 ნახვა
ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინს ეშინია ჩემთან ომის დასრულებაზე საუბრის
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინს მასთან ომის დასრულებაზე საუბრის ეშინია.
უკრაინის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეუძლია, აიძულოს პუტინი, ომი დაასრულოს. ზელენსკიმ განაცხადა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია, ნებისმიერი სახელმწიფოს მიერ შემუშავებული გეგმა უკრაინის ხედვას ითვალისწინებდეს. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ განმარტა, უკრაინისთვის მნიშვნელოვანია ძლიერი უსაფრთხოების გარანტიების მიღება და ის, რომ რუსეთს არ ჰქონდეს შანსი, ომი განაახლოს. ზელენსკიმ დაადასტურა, რომ აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს აშშ-ის ადმინისტრაციასთან. მისი თქმით, უკრაინის საკითხებში პრეზიდენტ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი უახლოეს მომავალში ეწვევა კიევს. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ დაგეგმილია რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა, თუმცა მათი ფორმატისა და თარიღების შესახებ დეტალები არ გაუმჟღავნებია.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)