23:05 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-31 13:01:42, 756 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინას 100-ზე მეტი დრონით შეუტია

უკრაინაზე მორიგი შეტევისას, რომელიც 30 იანვრის ღამიდან მიმდინარეობდა, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 102 უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენეს. ეს ინფორმაცია დღეს, 31 იანვარს, დილის 11 საათის შემდეგ გამოაქვეყნა უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობამ.

სარდლობის თანახმად, უკრაინის თავდაცვის ძალებმა 59 დრონი ჩამოაგდეს, 37 კი „ლოკალურად დაიკარგა ნეგატიური შედეგების გარეშე".

საჰაერო ძალების სარდლობის მონაცემებით, უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევამ ზიანი მიაყენა სუმის, ოდესის და ჩერკასის ოლქებს.

უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთმა ოდესის ოლქში დრონებით შეუტია ჩერნომორსკის პორტის რაიონს.

კიევის მერი ვიტალი კლიჩკო დილით ტელეგრამ-არხით იუწყებოდა, რომ მოგერიებული დრონის ნამსხვრევებმა მრავალსართულიანი სახლის ერთ-ერთი ბინა დააზიანა. მოგვიანებით კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ინფორმაცია არ დადასტურდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics