2025-01-27 10:04:02, 770 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინამ დრონებით რიაზანი და კურსკი დაბომბა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დრონების გამოყენებით რუსეთის ქალაქი რიაზანში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და კურსკის ოლქის დასახლება კორენევო დაბომბა. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დიზელს და რეაქტიულ საწვავს ამზადებს და ქვეყნის ოთხ უმსხვილეს საწარმოში შედის.
რაც შეეხება კორენევოს, როგორც უკრაინული მხარე იტყობინება, იქ განლაგებული იყო წყნარი ოკეანის ოპერატიული ჯგუფით სამართავი პუნქტი. თავდასხმის შედეგები და მასშტაბები ზუსტდება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,