00:49 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-23 11:48:41, 564 ნახვა

ომი უკრაინაში
შოლცი - უკრაინაში მშვიდობისგან ჯერ კიდევ შორს ვართ

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, უკრაინაში მშვიდობის მიღწევამდე ჯერ კიდევ შორია და რომ ქვეყნის მოკავშირეებმა მისი უსაფრთხო მომავალი უნდა უზრუნველყონ, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, შოლცმა ამის შესახებ Rheinische Post-თან ინტერვიუში განაცხადა.

უკრაინაში სამშვიდობო ძალების შეყვანის შესაძლებლობის შესახებ დასმულ კითხვაზე, შოლცმა უპასუხა, რომ უკრაინის პარტნიორი ქვეყნები უსაფრთხოების გარანტიების საკითხს უახლოეს მომავალში განიხილავენ.

„კარგი ამბავი იქნება, თუ უკრაინაში ომი დასრულდება, მაგრამ, მაშინაც კი, ჩვენ მაინც მოგვიწევს უკრაინის უსაფრთხო მომავლის უზრუნველყოფა. შემდეგ საუბარი შეეხება უსაფრთხოების გარანტიებს და ასევე იმას, თუ როგორ შეუძლია უკრაინას შეინარჩუნოს ძლიერი არმია, რომლის შეიარაღებასაც ერთად შევძლებთ. ჩვენ უახლოეს მომავალში განვიხილავთ ამას ჩვენს მოკავშირეებთან“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ ახლა ასეთი სპეკულაციების დრო არ არის, რადგან უკრაინელების გარეშე არაფერი უნდა გადაწყდეს.

„ჩვენ ჯერ კიდევ შორს ვართ მშვიდობისგან", - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

შოლცმა ასევე განმარტა, რომ გერმანიას აქვს ბიუჯეტის დეფიციტი 25 მილიარდი ევროს ოდენობით და, შესაბამისად, ახლა არ შეუძლია უკრაინას დახმარება გაუზარდოს და თავდაცვაზე მშპ-ს 2%-ის ხარჯვა დაიწყოს, როგორც ამას ნატო მოითხოვს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics