2024-12-13 10:44:31, 533 ნახვა
ომი უკრაინაში
ანდრეი ერმაკი აცხადებს, რომ უკრაინა რუსთთან მოლაპარაკებებისთვის ჯერ მზად არ არის
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი აცხადებს, რომ უკრაინა რუსთთან მოლაპარაკებებისთვის მზად ჯერ არ არის.
როგორც ერმაკმა ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში აღნიშნა, ქვეყანას შესაბამისი იარაღი და სტატუსი აკლია.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, არის თუ არა უკრაინა მზად რუსეთთან მოლაპარაკებების პროცესის დაწყებისთვის, ერმაკი ამბობს:
„ჯერ კიდევ არა. ჩვენ არ გვყოფნის იარაღი, გვაკლია სტატუსი, რომელზეც ვსაუბრობთ, საქმე ეხება ნატოში მიწვევას და მკაფიო გარანტიებს, რაც დაგვარწმუნებს, რომ პუტინი ორ-სამ წელიწადში არ დაბრუნდება“,- აცხადებს ანდრეი ერმაკი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,