20:30 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-14 15:12:54, 558 ნახვა

ომი უკრაინაში
გენშტაბი - რუსეთის ძალებმა კუპიანსკში ვერ შეაღწიეს - ქალაქი უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშაა

რუსეთის ძალებმა ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკში ვერ შეაღწიეს და დასახლებას უკრაინის თავდაცვის ძალები აკონტროლებენ. ამის შესახებ ინფორმაცის უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
 
გენშტაბის სპიკერის, ანდრიი კოვალევის განცხადებით, ოთხშაბათს, ნაშუადღევს რუსებმა კუპიანსკის მიმართულებით თავდაცვითი ძალების გარღვევა სცადეს და უკრაინელი სამხედროების პოზიციებს 4 ტალღად შეუტიეს, დაახლოებით, 15 ერთეული ტექნიკის გამოყენებით, თუმცა უკრაინულმა შენაერთებმა შეაჩერეს წინსვლა და გაანადგურეს ყველა ჯავშანტექნიკა, ასევე ცოცხალი ძალის მნიშვნელოვანი ნაწილი.

"რუსმა დამპყრობლებმა კუპიანსკში ვერ შეაღწიეს. ქალაქი უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშაა",- განაცხადა კოვალევმა.

შეგახსენებთ, მანამდე, ანალიტიკური პროექტი DeepState ავრცელებდა ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, რუსეთის ძალების 2 კოლონა ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკში შევიდა და რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში დასახლება ილინკა დაიკავა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics