03:40 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-13 10:11:22, 424 ნახვა

ომი უკრაინაში
საფრანგეთის მთავრობამ უკრაინისთვის Mirage 2000-5F-ის ტიპის 6 მოიერიშე თვითმფრინავის მიწოდება ოფიციალურად დაადასტურა

საფრანგეთის მთავრობამ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის Mirage 2000-5F-ის ტიპის 6 მოიერიშე თვითმფრინავის მიწოდება ოფიციალურად დაადასტურა. ამის შესახებ ინფორმაციას "უკრაინსკაია პრავდა" ავარცელებს.

ნატოს გენერალური მდივნის ყოფილი თანაშემწის მოადგილე თავდაცვის ინვესტიციების საკითხებში, აშშ-ის არმიის გადამდგარი გენერალ-მაიორი გორდონ დევისი აცხადებს, რომ საფრანგეთი მზად არის, უზრუნველყოს როგორც თვითმფრინავების მიწოდება, ასევე პილოტების მომზადება.

"ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საფრანგეთი მზად არის, უზრუნველყოს როგორც თვითმფრინავების მიწოდება, ასევე პილოტების მომზადება",- განაცხადა დევისიმ.

შეგახსენებთ, ივნისში საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინას რამდენიმე ფრანგულ Mirage 2000-5F-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს გადასცემდნენ და 4 500 უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეს მოამზადებდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics