|
2024-10-12 18:32:57, 462 ნახვა
ომი უკრაინაში
ერმაკი - „გამარჯვების გეგმასთან“ დაკავშირებით პარტნიორებისგან კონკრეტული პასუხი რაც შეიძლება მალე გვჭირდება
კიევი „გამარჯვების გეგმასთან“ დაკავშირებით პარტნიორებისგან კონკრეტულ პასუხებს, რაც შეიძლება მალე ელოდება,– ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა ტელემარათონის დროს განაცხადა. ერმაკის თქმით, დასავლელ მოკავშირეებთან საუბარი იყო ღრმა და საგნობრივი, პარტნიორებს ესმით, რისთვის არის ეს „გამარჯვების გეგმა“. "მთავარია, არის დიდი ყურადღება და ჩვენს პარტნიორებს ესმით ამ გეგმის ლოგიკა. ვფიქრობ, მთლად რეალური არ იქნებოდა, რომ მყისიერად მიგვეღო რამე პასუხი, რადგან ჩვენ პასუხი გვჭირდება ძალიან კონკრეტული, ნებისმიერი კონკრეტიკა კი, დროს საჭიროებს. ყველას გვესმის, რომ ეს დრო ჩვენთვის აღირიცხება არა დღეებით, არამედ საათებით. უპირობოდ, ჩვენ ველოდებით „ფიდბეკს“, რაც შეიძლება მალე, კონკრეტული ნაბიჯების სახით",– განაცხადა ერმაკმა. შეგახსენებთ, გასულ დღეებში უკრაინის პრეზიდენტი ვიზიტებით ლონდონში, პარიზში, რომსა და ბერლინში იმყოფებოდა, სადაც „გამარჯვების გეგმის“ დეტალები წარადგინა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)