12:29 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-14 11:08:05, 578 ნახვა

ომი უკრაინაში
ბაიდენი - რუსეთის აგრესიისგან უკრაინის თავდაცვის საკითხში ვაშინგტონი დიდი ბრიტანეთის გვერდით დგას

პუტინი ვერ გაიმარჯვებს უკრაინის ომში, უკრაინელი ხალხი გაიმარჯვებს, – ამის შესახებ ამერიკის შეერთბული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან შეხვედრის დროს განაცხადა.

ბაიდენის თქმით, რუსეთის აგრესიისგან უკრაინის თავდაცვის საკითხში ვაშინგტონი დიდი ბრიტანეთის გვერდით დგას.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რას ფიქრობს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ გაჟღერებულ ომის მუქარაზე, აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ ვლადიმერ პუტინზე ბევრს არ ფიქრობს.

"ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი თემაა ახლო აღმოსავლეთის ომიც, სადაც მნიშვნელოვანია ცეცხლის სწრაფად შეწყვეტა და მძევლების გათავისუფლება. ვაშინგტონს და ლონდონს შორის მოლაპარაკებები ასევე ეხება ინდო-წყნარი ოკეანეთის რეგიონს, რომელიც სამომავლო პერსპექტივაში ყველაზე მნიშვნელოვანი რეგიონი გახდება", - განაცხადა ბაიდენმა.

სტარმერმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას აქვს საერთო საქმე გლობალურ საკითხებში და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია დიალოგი არა მხოლოდ როგორც ტაქტიკაზე, არამედ უფრო ფართო სტრატეგიაზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics