2024-09-09 13:24:32, 493 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ნიკოპოლი დაბომბა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა
რუსებმა ნიკოპოლი დაბომბეს, რის შედეგადაც ერთი ადამინი დაიღუპა და 3 კი დაშავდა. ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ლისაკი Telegram-ზე წერს.
როგორც ლისაკი აცხადებს, დაღუპული 16 წლის გოგონაა.
"სასწრაფო სამსახურის თანამშრომლებმა ის დაზიანებული სახლის ნანგრევებიდან ამოიყვანეს. სამწუხაროდ, მან სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო",- წერს ლისაკი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,