2024-09-08 11:02:18, 517 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთმა გასულ ღამეს სუმის ოლქი დაბომბა - არის მსხვერპლი
რუსეთმა, გასულ ღამეს, საჰაერო სივრციდან სუმის ოლქი დაბომბა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
როგორც მედია წერს, მომხდარი დაბომბვის შედეგად დაიღუპა ორი და დაშავდა 4 ადამიანი.
"თავდასხმამ ასევე დააზიანა კერძო სახლები და მანქანები", - აცხადებენ სუმის ოლქში
ავტორი: ექსპრესნიუსი,