2024-08-26 11:14:17, 420 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ უკრაინის დაბომბვის ფონზე, პოლონეთმა ავიაცია მზადყოფნაში მოიყვანა
რუსეთის არმიის მიერ უკრაინის სარაკეტო დაბომბვის ფონზე პოლონეთმა ავიაცია მზადყოფნაში მოიყვანა. ამის შესახებ პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა X-ზე წერს.
ოპერატიული სარდლობის ცნობით, "დილიდანვე აკვირდებიან რუსეთის ინტენსიურ დარტყმებს ობიექტებზე, რომლებიც მდებარეობენ, მათ შორის უკრაინის დასავლეთ ტერიტორიაზე".
"უწყების განცხადებით, დაწყებულია ყველა საჭირო პროცედურა ქვეყნის საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად", - ნათქვამია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული, რუსეთი უკრაინას რაკეტებით ზღვიდან და ჰაერიდან უტევს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,