12:16 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-06 20:44:36, 2044 ნახვა

Lifestyle
დემნა გვასალია - უკრაინის ომმა განმიახლა წარსულის ტრავმა, რომელსაც ვატარებ 1993 წლიდან

Balenciaga-ს ჩვენებაზე მისულ სტუმრებს სკამებზე უკრაინის დროშა და დემნა გვასალიას ემოციური მიმართვა დახვდათ, სადაც ის თავის პირად ტკივილზე და ომის საშინელებაზე საუბრობს.
"უკრაინის ომმა განმიახლა წარსულის ტრავმა, რომელსაც ვატარებ 1993 წლიდან, როცა ჩემს მშობლიურ ქვეყანასაც მსგავსი რამ დაემართა და მე სამუდამოდ ლტოლვილად ვიქეცი. სამუდამოდ, რადგან ეს ისეთი რამ არის, რაც მუდმივად შენთან რჩება. შიში, სასოწარკვეთა და იმის გაცნობიერება, რომ არავის სჭირდები. მაგრამ მე ასევე გავაცნობიერე, რომ ცხოვრებაში რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არის თავად სიცოცხლე, ადამიანური სიყვარული და თანაგრძნობა.

სწორედ ამის გამო იყო ჩემთვის განსაკუთრებით რთული მიმდინარე კვირას ამ შოუზე მუშაობა. მოდის კვირეული თითქოს გარკვეულ აბსურდს ჰგავს. გარკვეული მომენტში ვფიქრობდი ამ შოუს გაუქმებას, რომელზეც მე და ჩემმა გუნდა თავდაუზოგავად ვიშრომეთ, მაგრამ მოგვიანებით გავაცნობიერე, რომ შოუს გაუქმება ნიშნავს დანებებას, ბოროტებაზე დამორჩილებას, რომელიც 30 წელია მაზიანებს. გადავწყვიტე, რომ არ ვაპირებ, ჩემი ნაწილი მსხვერპლად შევწირო ამ უაზრო, უგულო ეგოს ომს.

ამ შოუს ახსნა არ სჭირდება. ის ეძღვნება უშიშრობას, წინააღმდეგობას, ასევე, სიყვარულისა და მშვიდობის გამარჯვებას.

დემნა.“





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
The Times: ირანის უზენაესი ლიდერი მოჯთაბა ხამენეი უგონო მდგომარეობაშია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics