02:47 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-12 17:08:42, 615 ნახვა

სხვადასხვა
მირზაშაფის პროექტში ცვლილებები განხორციელდა

დედაქალაქი საკრებულოში აბანოთუბანში, მირზაშაფის ქუჩაზე მრავალფუნქციური კომპლექსის კორექტირებული პროექტის დამტკიცების საკითხი უნდა განიხილონ.

ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარის, გოჩა ბაბუნაშვილის განცხადებით, „კენპინსკის“ მეირ წარმოდგენილი კორექტირებული პროექტით, ფართების მოცულობა დაახლოებით 4 ათასი კვადრატული მეტრით შემცირდა, მოიხსნა სართულიანობა, დაემატა გამწვანების დეტალები. 

მისივე თქმით, ამ პროექტში 60 მილიონი დოლარი ჩაიდება და მშენებლობის პროცესში დაახლოებით 2-3 ათასი ადამიანი დასაქმდება.

ბაბუნაშვილი ვარაუდობს, რომ პროექტი 2 წელიწადში დასრულდება და ამის შემდეგ ადგილზე დაახლოებით 1500-2000 ადამიანი უმიშავებს.

„ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო პროექტი, ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ არის. ცნობილმა არქიტექტორებმა, ურბანისტებმა, ყველამ ერთად აღიარა, რომ ეს პროექტი არის ერთ-ერთი საუკეთესო. ვფიქრობ, საღი აზრი გაიმარჯვებს და დეპუტატები მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ბაბუნაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ბაზისბანკის მობაილბანკის განახლებები, უფრო კომფორტული და თანამედროვე ციფრული გამოცდილებისთვის
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics