13:26 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-26 18:40:17, 375 ნახვა

საზოგადოება
ხვალ ჰოლოკოსტის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება

სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ ხვალ 12: 00 საათზე ჰოლოკოსტის დღისადმი მიძღვნილი  ღონისძიება გაიმართება.
ღონისძიების მონაწილეები დაანთებენ სანთლებს და პატივს მიაგებენ ჰოლოკოსტის დროს დაღუპული 6 მილიონი ებრაელის, 2 მილიონი ბოშის და ნაცისტური რეჟიმის ყველა სხვა მსხვერპლის ხსოვნას.
27 იანვარი, გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 2005 წელს მიღებული რეზოლუციის თანახმად, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ გამოცხადდა. 1945 წლის 27 იანვარს ერთ-ერთი ყველაზე დიდი საკონცენტრაციო ბანაკის, აუშვიცის, ათასობით ტყვე გაათავისუფლეს.
ღონისძიების ორგანიზატორია სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი და საერთაშორისო ფონდი „ლეა“. ღონისძიების მხარდამჭერია აშშ-ის საერთაშორისო სააგენტოს მიერ დაფინანსებული (USAID) საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) პროექტი „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება“ (ANI) და საქართველოში ისრაელის საელჩო.
ღონისძიებას დაესწრებიან დიპლომატიური კორპუსის, სახელმწიფო უწყებების და სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოების წევრები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნიკა სიმონიშვილი გრანტების კანონში მორიგ ცვლილებებზე განმარტებას აკეთებს
ისრაელის სამხედრო ძალები ირანელებს მოუწოდებს, მატარებლით მგზავრობისგან თავი შეიკავონ
საგამოძიებომ ₾500 ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავა
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics