23:39 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-01 17:43:48, 4023 ნახვა

პოლიტიკა
ტრამპი: ირანის პრეზიდენტმა აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის თხოვნით მიმართა, საკითხს ჰორმუზის სრუტის გახსნის მერე განვიხილავთ

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანის პრეზიდენტმა შეერთებულ შტატებს ცეცხლის შეწყვეტა სთხოვა.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში ტრამპს არ დაუსახელებია, ვის გულისხმობს, მაგრამ ირანის პრეზიდენტს ახასიათებს როგორც ნაკლებად რადიკალიზებულს და გაცილებით ჭკვიანს.

„ირანის რეჟიმის ახალი პრეზიდენტი ნაკლებად რადიკალიზებულია და წინამორბედებისგან ბევრად ჭკვიანი. მან ცოტა ხნის წინ მან შეერთებულ შტატებს ცეცხლის შეწყვეტის თხოვნით მიმართა. ამ საკითხს მას შემდეგ განვიხილავთ, რაც ჰორმუზის სრუტე გაიხსნება, იქნება თავისუფალი და სუფთა. იქამდე კი, ირანის განადგურებას გავაგრძელებთ, ან როგორც ამბობენ, გავაგრძელებთ ქვის ხანაში მის დაბრუნებას“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics