11:34 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-18 20:56:42, 2772 ნახვა

მსოფლიო
Reuters: ჯეი დი ვენსი ქვეყანაში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ უნგრეთში ჩავა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ქვეყანაში დაგეგმილი არჩევნების წინ უნგრეთში ჩავა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერს“ ანონიმურმა წყარომ აცნობა.

როგორც სააგენტო წერს, ჯეი დეი ვენსი უნგრეთში ჩავა, რათა ქვეყანაში აპრილში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს მხარდაჭერა გამოუცხადოს.

ვენსის უნგრეთში ვიზიტის ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია და შესაძლოა, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის გეგმები შეიცვალოს და სპარსეთის ყურეში მიმდინარე ომის გამო მისი ვაშინგტონში ყოფნა გახდეს აუცილებელი.

როგორც ცნობილია, უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები 12 აპრილს არის დაგეგმილი. თებერვალში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა არჩევნების წინ საჯაროდ დაუჭირა მხარი ვიქტორ ორბანს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პარლამენტთან აქციაზე პროტესტის მონაწილე შაკო ბაღდოშვილი დააკავეს
რუსებო, მონებო - ოცნების მთავრობა 9 აპრილის მემორიალთან შეძახილების ფონზე მივიდა
უკრაინულმა დრონებმა კრასნოდარის მხარეში ექსპორტისთვის განკუთვნილ ნავთობის მსხვილ სატუმბო სადგურს შეუტიეს
კობახიძემ მდინარაძეს წოდება კიდევ ერთხელ აუმაღლა, ის სუს-ის პოლკოვნიკი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics