09:44 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-13 10:55:31, 960 ნახვა

სპეციალური ანონსი
13 დეკემბერს, 20:00 საათზე სოციალური მუშაკების მარში გაიმართება

დღეს, 13 დეკემბერს 20:00 საათზე სოციალური მუშაკები, მხარდამჭერი პროფესიების წარმომადგენლები და ლექტორები ადამიანის უფლებების დასაცავად მარშს გამართავენ.

როგორც მარშის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას ემიჯნებიან.

„ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურების შეწყვეტის შესახებ. ჩვენი პროფესიული და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გვავალდებულებს, ყოველდღიურ საქმიანობაში, როგორც სამუშაო სივრცეში, ასევე მის გარეთ, ვიბრძოლოთ საქართველოს ევროპული მომავლის შესანარჩუნებლად.

ვისთვისაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესები შემაშფოთებელია, ვისაც ესმის რამხელა წვლილი მიუძღვის ევროკავშირს ქვეყანაში სოციალური, საგანმანათლებლო, ინფრასტრუტურული და  და სხვა პროგრამების განხორციელებაში, ყველა, ვინც არ ურიგდება ძალადობას და იბრძვის თავისუფალი, თანასწორი გარემოსთვის, შემოგვიერთდით მარშში!“ - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით tktfly.ge
თურნავა: თუ იმედის ბანკის შექმნაზე განაცხადი შემოვა, განვიხილავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics