|
2016-06-07 18:24:38, 3359 ნახვა
კულტურა
ივანიშვილმა ფიროსმანის ტილო „სოტბის“ აუქციონზე 629 ათას ფუნტ სტერლინგად იყიდა
ლონდონში, "სოტბის" აუქციონზე ნიკო ფიროსმანის ტილო "შველი წყლის პირას" ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა. "სოტბის" აუქციონზე ტილო დღეს 629 ათას ფუნტ სტერლინგად გაიყიდა. აღსანიშნვია, რომ ნახატის საწყისი ფასი 150 ათასი ფუნტი სტერლინგი იყო. ’’შველი წყლის პირას’’ რუსული მხატვრობის სექციაში იყო წარმოდგენილი. შეგახსენებთ, რომ ქართველი მხატვრების - ნიკო ფიროსმანისა და ლადო გუდიაშვილის ნამუშევრები ლონდონის "სოტბის" სააუქციონო სახლი რუსული ხელოვნების ნიმუშების სექციაში გაიყიდა. ორივე მხატვარს ფრჩხილებში მითითებული ჰქონდა - ქართველი, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავად "სოტბის" აუქციონის სახლი ავრცელებს. ცნობისთვის, რომ 2015 წლის ივნისში, ლონდონში, "კრისტის" აუქციონზე ნიკო ფიროსმანის "არსენალის მთა" ასევე რუსული მხატვრობის სექციაში იყო განთავსებული. ნახატი საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 1 486 100 დოლარად შეიძინა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)