22:16 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-25 09:05:48, 7251 ნახვა

საზოგადოება
დღეს ქრისტიანული სამყარო ქრისტეს შობას აღნიშნავს

დღეს ქრისტიანული სამყარო ქრისტეს შობას აღნიშნავს. შობა ქრისტიანული რელიგიური დღესასწაული, აღინიშნება 25 დეკემბერს. ზოგი მართლმადიდებელი ეკლესია, მათ შორის ქართული, აღნიშნავს იულიუსის კალენდრით 25 დეკემბერს (რაც გრიგორიანული კალენდრის 7 იანვარს ემთხვევა).

377 წლამდე საქრისტიანოს აღმოსავლეთ ნაწილში შობა იდღესასწაულებოდა 6 იანვარს, ნათლისღებასთან ერთად, სწორედ ისე როგორც ის დარჩა შეერთებული სომხეთის სამოციქულო ეკლესიაში. იოანე ოქროპირის ინიციატივით და მეცადინეობით, შობის დღესასწაული გამოყოფილ იქნა და გადატანილ იქნა დეკემბრის 25-ზე. იმ დროინდელ სწავლულთა (გრიგოლ ნოსელისა, აგვისტინე იპპონელისა და სხვ.) გამოკვლევით, ქრისტეს შობა მოხდა ზამთრის მზის მოქცევის დღეს — 25 დეკემბერს, სწორედ იმ დღეს, როდესაც მზე და დედამიწა იწყებენ ერთმანეთთან დაახლოებას.

1923 წელს საქართველოს ეკლესიამ, ქრისტეფორე III-ის (ციცქიშვილი) მამამთავრობისას, პირველად სცადა ახალი კალენდრის შემოღება, რის შედეგადაც ახალი სტილის კალენდარი 1923-1925 წლების განმავლობაში მოქმედებდა ჩვენს ეკლესიაში, თუმცა მოსახლეობის არაინფორმირებულობის გამო ეს მცდელობა წარუმატებელი გამოდგა. 1927 წლის 24 ივნისის კათოლიკოს-პატრიარქთა წმინდა ამბროსის (ხელაია) მამამთავრობისას საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა განაჩინა შობის დღის ახალი სტილით, 25 დეკემბრის აღნიშვნის შესახებ. საეკლესიო კრების გადაწყვეტილება მხოლოდ შეჩერებულია. 1928 წლის 28 სექტემბერს საქართველოს ეკლესიის საკათალიკოსო სინოდმა განაჩინა ახალი სტილის დროებით შეჩერებაზე. განჩინება მღვდელმთავრებს ავალებდა, მომავალში მაინც გაეწიათ პროპაგანდა ახალი სტილის სასარგებლოდ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics