17:59 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-02 11:13:22, 649 ნახვა

სამართალი
საქართველოს ორმა მოქალაქემ კვიპროსში ცნობილი ბიზნესმენი მოკლეს

 საქართველოს ორმა მოქალაქემ კვიპროსში ცნობილი ბიზნესმენი მოკლეს. ისინი საბერძნეთში დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, "კარმიოტისას" საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტს ლიმასოლში, ცეცხლსასროლი იარაღით იმ დროს დაესხნენ თავს, როდესაც ის სახლში შვილთან ერთად ბრუნდებოდა. 

ბრალდებულები ჯერ მოტოციკლით გაიქცნენ, შემდეგ კი გზა ფურგონის ტიპის ავტომობილით გააგრძელეს, რომელიც სამართალდამცველებმა დამწვარი იპოვეს. ორი მამაკაცი, რომლებიც ბიძაშვილები არიან და კვიპროსში მუდმივად ცხოვრობენ.

როგორც გამოძიებით დადგინდა, დანაშაულის შემდეგ ორმა სავარაუდო დამნაშავემ კვიპროსი დატოვა და თესალონიკში გაიქცა, სადაც ნათესავებმა შეიფარეს.

ჩრდილოეთ საბერძნეთის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ქვედირექტორატმა ბოლო 24 საათის განმავლობაში ძებნილი პირები აღმოაჩინა და დააკავა, რითაც მათი ხანმოკლე გაქცევა დასრულდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics