2025-10-18 23:31:43, 886 ნახვა
სამართალი
მოსამართლემ მარიამ მეყანწიშვილს 10 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა.
მოსამართლე ლელა კალიჩენკომ მარიამ მეყანწიშვილს 10 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა. ის საპატიმროს თანხის გადახდის შემდეგ დატოვებს. ამ გადაწყვეტილებით კალიჩენკომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
ადვოკატები მეყანწიშვილის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვდნენ, ალტერნატივად კი 10 000-ლარიან გირაოს სთავაზობდნენ საპატიმრო უზრუნველყოფის გარეშე.
მარიამ მეყანწიშვილს 10 000 ლარის შეგროვებაში საზოგადოება უკვე დაეხმარა.
მას პროკურატურა ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ედავება. მუხლი 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,