15:49 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-15 15:13:23, 2767 ნახვა

სამართალი
მოკლულმა ლევან ჯანგველაძემ პანაშვიდის მისამართი მკვლელობაში ბრალდებულს ჰკითხა

გამოძიების თანახმად, მოკლულმა ლევან ჯანგველაძემ პანაშვიდის მისამართი სწორედ მის მკვლელობაში ბრალდებულს, გელა უძილაურს ჰკითხა. ამის შესახებ პროკურორმა, ლევან ვეფხაძემ, სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

პროკურორის ინფორმაცია დაადასტურა საქმის მთავარმა მოწმემ, კახა ძანძავამ, რომელიც მკვლელობის დღეს ჯანგველაძესთან ერთად იმყოფებოდა. ძანძავამ სასამართლო დარბაზში განაცხადა, რომ პანაშვიდის მისამართი მან და ლევან ჯანგველაძემ ორ პირს ჰკითხეს, რომელთაგან პირველი, პროკურორის თქმით, გელა უძილაური იყო.

ე.წ. „კანონიერი ქურდის“ ძმა, ლევან ჯანგველაძე, ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. პოლიციამ 17 მარტს მკვლელობაში ბრალდებული გელა უძილაური დააკავა, ხოლო დანაშაულის იარაღის უკანონო გასაღების ბრალდებით სანდრო წივწივაძე.

12 აგვისტოს შსს-მ ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ სამი პირი დააკავა: გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ დავით მიქაძესა და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ყოფილი გენერალური პროკურორის სახელი არაერთხელ გაჟღერდა ამ საქმესთან დაკავშირებით.

პროკურატურამ ძმებ მიქაძეებსა და გიორგი ჯოხაძეს შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წარუდგინა ბრალი. გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალი ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის წაუყენეს. მამუკა ბაღდავაძეს კი — დანაშაულის დაფარვისა და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის.

უწყების ცნობით, ბრალდებულებზე, გიორგი ჯოხაძესა და დავით მიქაძეზე, ძებნა გამოცხადდება. მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა დაკავებულებს, გიორგი მიქაძეს, გიორგი კაჭკაჭიშვილსა და მამუკა ბაღდავაძეს, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics