13:47 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-06 18:38:20, 1810 ნახვა

სპორტი
საქართველოსა და სომხეთს შორის მატჩი პოლონეთში გაიმართება

ერთა  ლიგის C  დივიზიონის  მესამე  ტურის  მატჩს  საქართველოს ნაკრები სომხეთის წინააღმდეგ მატჩს ერევნის ნაცვლად  პოლონეთის ქალაქს ტიხში გამართავს.

გადაწყვეტილება უეფამ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე კონფლიქტის გამო მიიღო.

ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ სოციალურ ქსელში განაცხადა.

„უეფას გადაწყვეტილებით, 2020-2021 წლების სეზონის ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრა სომხეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის ნეიტრალურ სტადიონზე გაიმართება.

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილებით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, ორივე ქვეყნის ეროვნულ ნაკრებთა მატჩები ნეიტრალურ ლოკაციაზე გაიმართება. შესაბამისად, ერევნის ნაცვლად ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრაში სომხეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებები ერთმანეთს პოლონეთის ქალაქ ტიხში დაუპირისპირდებიან. მატჩი 11 ოქტომბერს თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

უეფას ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრა სომხეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის გულშემატკივრის გარეშე გაიმართება“ , - ვკითხულობთ სფფ-ს განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
მედია: უნგრეთში რუსეთის საელჩოს თანამშრომლები რუსეთის უშიშროებასთან არიან დაკავშირებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics