21:03 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-14 14:25:20, 4591 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინაში კორონავირუსით გარდაცვლილი ქალი, ვირუსის გამწვავებამდე, ეკლესიაში ხატებს ეამბორა

უკრაინაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსრიდა.

გარდაცვლილი 71 წლის ქალია, რომელიც სამშობლოში 1 მარტს, პოლონეთიდან დაბრუნდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ქალმა თავი შეუძლოდ 3 მარტს იგრძნო, თუმცა ექიმებისთვის არ მიუმართავს. 8 მარტს ის იმყოფებოდა ეკლესიაში, სადაც ეამბორა ხატებს. მას შემდეგ კი, კორონავირუსის სიმპტომებით პაციენტი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, მიმდინარეობს გასაუბრება მამაოებთან, რათა მიაკვლიონ იმ პირებს, რომლებიც 8 მარტს ტაძარში იმყოფებოდნენ.

რაიონული საავადმყოფოს ცნობით, ამ დროისთვის გარდაცვლილი ოჯახის წევრები, ასევე ეკლესიის მრევლი, კერძოდ 5 პირი, რომლებმაც თავად მიმართეს საავადმყოფოს თვითიზოლაციაშია. მათ აღენიშნებათ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები, თუმცა აღნიშნული ოფიციალურად არ დადასტურებულა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics