|
2015-03-02 11:20:29, 713 ნახვა
ეკონომიკა
ექსპერტები ლარის კურსთან დაკავშირებით მსჯელობენ
სასტუმრო "ჰოლიდე ინნ"-ში ამწუთებში მრგვალი მაგიდა იმართება, სადაც ექსპერტები ლარის კურსთან დაკავშირებით მსჯელობენ. შეხვედრას ეროვნული ბანკის წარმომადგენლებიც ესწრებიან. როგორც ექსპერტმა ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა, გასული კვირა ლარის კურსის გამყარებით ხასიათდებოდა. ლექვინაძის აზრით, ლარის კურსს ამ კვირაშიც გამყარების დინამიკა ექნება. "ლარის გამყარების ტენდენცია გასული კვირიდან დაიწყო და მოხდა მას შემდეგ, რაც ეკონომიკური გუნდი შეხვდა ბიზნეს სექტორს, საბანკო სექტორს, ეს იყო საკმაოდ პოზიტიური სიგნალი ბაზარზე არსებული მოთამაშეებისთვის.ის აჟიოტაჟური კურსი, რომელიც ბოლო პერიოდში დაფიქსირდა, ვფიქრობ, ამის შემდეგ მოიხსნა ძირითადი მომენტი ამ ნაწილიდან. გასულ კვირას კურსი ხასიათდებოდა გამყარების მიმართულებით, ვფიქრობ, კურსს ამ კვირაშიც გამყარების დინამიკა ექნება",-განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)