14:58 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-13 12:04:54, 760 ნახვა

სხვადასხვა
ნიუ-იორკში მშოფლიოში ყველაზე მოხუცი ქალი გარდაიცვალა

მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანი ქალი 116 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ამის შესახებ ABC იუწყება.

მედიის იფნრომაციით, სიუზანა მუშატ ჯონსი ნიუ-იორკში, ბრუკლინის ერთ-ერთ მოხუცთა თავშესაფარში გარდაიცვალა. ჯონსი 1899 წლის 6 ივლისს, ალაბამაში, ფერმერის 11 შვილიან ოჯახში დაიბადა. 1923 წელს გოგონა ნიუ-იორკში გადასახლდა, სადაც თითქმის მთელი ცხოვრება ძიძად მუშაობდა.

როგორც მედია საშუალება წერს, ჯონსი 2015 წელს გინესის რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც პლანეტის ყველაზე ხნიერი ქალი. როგორც ჯონსმა აღნიშნა, მისი საიდუმლო არის ბევრი ძილი და ის, რომ მას არასდროს მოუწვია თამბაქო და არ დაულევია ალკოჰოლური სასმელი.

ცნობისთვის, ჯონსის გარდაცვალების შემდეგ, ყველაზე ასაკოვანი ქალი იტალიელი ემა მორანო გახდა, რომელიც ჯონსზე რამდენიმე თვით უმცროსია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics