01:43 - 12 Apr, 2026
|
2026-01-26 19:32:33, 681 ნახვა
საზოგადოება
გაუქმდა რუსული ჯგუფის, t.A.T.u.-ს თბილისში დაგეგმილი კონცერტი
გაუქმდა რუსული ჯგუფის, t.A.T.u.-ს თბილისში დაგეგმილი კონცერტი. ამის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა ბილეთების გაყიდვის სერვისმა Biletebi.ge-მ, რომლის ვებსაიტზეც მანამდე მითითებული იყო, რომ კონცერტი თბილისში, სპორტის სასახლეში 30 იანვარს იყო დაგეგმილი. "პირველად საქართველოში - თბილისი. 1990-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რუსული პოპ დუეტის, t.A.T.u.-ს კონცერტი ძველ სპორტის სასახლეში (Old Sports Palace)“, - ნათქვამია ღონისძიების ანონსში. Biletebi.ge-ს კონცერტის გაუქმების მიზეზები არ განუმარტავს. ჯგუფის წარმომადგენლებმა არ უპასუხეს რადიო თავისუფლების შესაბამის შეკითხვას. კონცერტის გაუქმების შესახებ სოციალურ ქსელში პოსტებს აქვეყნებენ მომხმარებლები, რომლებმაც ბილეთები შეიძინეს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)