11:07 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-15 19:02:35, 635 ნახვა

საზოგადოება
ფორმულა ენმ-სგან 540 000 ლარის მიიღებისთვის გავაფრთხილეთ

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის [ComCom] განცხადებით, "ფორმულა მულტიმედია" პოლიტიკური პარტიისგან დაფინანსების მიღებისთვის წერილობით გააფრთხილეს. კომისიის განცხადებით, "ფორმულა მულტიმედიამ" 2025 წლის III კვარტალში პოლიტიკური გაერთიანება ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობისგან  540 000 ლარი მიიღო.

"მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის 661 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, აკრძალულია პოლიტიკური პარტიის მიერ მაუწყებლის დაფინანსება, აგრეთვე მისი მომსახურების შესყიდვა და პროგრამების მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება, გარდა ამავე კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა.

იქიდან გამომდინარე, რომ "ფორმულა მულტიმედია" ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი დარღვევისთვის არ დასანქცირებულა, კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებელი წერილობით გააფრთხილა" - ნათქვამია მარეგულირებლის განცხადებაში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics