23:20 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-23 10:53:50, 11571 ნახვა

სამართალი
ლილუაშვილი პროკურატურაშია და აცხადებს, რომ მისი დაკავება ღვთის ნებაა

სუს-ის ყოფილი შეფი გრიგოლ ლილუაშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ ბრალის წაყენებას, ლილუაშვილმა ასე უპასუხა:„ღვთის ნებაა ყველაფერი, ვერაფერს გამოვრიცხავ“,- განაცხადა ლილუაშვილმა.

მისი თქმით, არ იცის რასთან დაკავშირებით არის დაბარებული მთავარ პროკურატურაში. 

"ვერაფერს ვერ გეტყვით, მართლა არ ვიცი. ჩვენება არ მიმიცია არასდროს. პირველად ვარ [პროკურატურაში]. არ ვიცი [რომელი საქმეა]. ღვთის ნებაა ყველაფერი, ვერაფერს ვერ გამოვრიცხავ [ბრალის წაყენებაზე].- განაცხადა ლილუაშვილმა. 

მან ასევე თქვა, რომ არ იცის რა საქმეზეა დაბარებული ან რა უნდა ჰკითხონ გამომძიებლებმა.

„როცა დამიბარეს, მოვედი, არ ვიცი არაფერი. ეტყობა რაღაც დეტალები აინტერესებთ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, ვერაფერს გეტყვით, მართლა არ ვიცი“,- განაცხადა ლილუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics