19:10 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-20 19:51:17, 8316 ნახვა

ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაია - კორინავირუსით ინფიცირებული 44 პაციენტიდან 4 მათგანის მდგომარეობა პრობლემურია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტი ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

მისი თქმით, 44 ინფიცირებული პაციენტიდან 4 მათგანის მდგომარეობა პრობლემურია.

„საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 44 პაციენტია დადასტურებული. 2 პაციენტია აჭარაში, 3 პაციენტი დაფიქსირდა ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში, 4 პაციენტი იმყოფება პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში. 32 პაციენტი იმყოფება ჩვენს კლინიკაში და დანარჩენი 3 თუ არ ვცდები არის საჩხერის კლინიკაში. დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ამ 44 პაციენტში პრობლემური პაციენტი კვლავ რჩება ჯერჯერობით 4. ჩვენი ორი პაციენტიდან, ასაკოვანი ქალბატონი და ასევე, საუნივერსიტეტო კლინიკაშია 2 ასეთი პრობლემური პაციენტი. პაციენტების მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. დინამიკაში გაუარესება არ შეიმჩნევა, მაგრამ ამ პაციენტებს, ძირითადად ასაკის გამო თანარსებული დაავადებების გამო მოსალოდნელი არის დაავადების ნებისმიერ ეტაპზე პროგრესირება, გართულება და არაკეთილსაიმედო გამოსავალი, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ ეს ასე არ მოხდება“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის 29-ე ჯაზფესტივალს
თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics