00:08 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-25 15:50:54, 630 ნახვა

ეკონომიკა
სოსო ფხაკაძე: ვერ დავადასტურებ, რომ საგადასახადო შემოწმებები გახშირებულია

სოსო ფხაკაძე: ვერ დავადასტურებ, რომ საგადასახადო შემოწმებები გახშირებულია 
კომპანია "ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე არ ადასტურებს, რომ საგადასახადო შემოწმებები გახშირდა.
ამის შესახებ ფხაკაძემ ჟურნალისტებს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებისა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
რაც შეეხება ვადებს, ფხაკაძის თქმით, ბუნებრივია, ყველა კომპანიას სურს, რომ საგადასახადო შემოწმების პროცესი მალე დასრულდეს.
"საგადასხადო შემოწმებები გახშირებული არ არის.ამას ვერ დავადასტურებ. რაც შეეხება ხანგრძლივობას, ყველა კომპანია მიესალმება იმას, რაც უფრო მალე დამთავრდება საგადასახადო შემოწმების პროცესი. ეს ყოველთვის ასე იყო და ასე იქნება. ფინანსთა მინისტრთანაც ვისაუბრეთ ამ საკითხზე ძალიან გულახდილად",-განაცხადა სოსო ფხაკაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics