2015-01-11 11:12:02, 463 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებით ჩარჩენილი მოქალაქეები ყაზბეგიდან ანანურში გადაიყვანეს
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებით ყაზბეგიდან 200-ზე მეტი ტურისტი და მგზავრი ანანურში გადმოიყვანეს. ისინი დიდთოვლობის გამო, რამდენიმე დღის განმავლობაში იყვნენ ჩარჩენილები და გამოსვლას ვერ ახერხებდნენ. მოქალაქეების გადმოსაყვანად შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა 10-ზე მეტი რეისი განახორციელეს. მოქალაქეების ანანურიდან ტრანსპორტერებას ადგილობრივი მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს.
ყაზბეგში ჩარჩენილი მოქალაქეების გამოსაყვანად პირველი რეისი გუშინ შესრულდა. შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებით ყაზბეგიდან თბილისში 70-მდე მოქალაქე გადმოიყვანეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან