13:50 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-20 12:52:19, 586 ნახვა

სამხედრო
დაბა მესტიაში ზამთრის პირობებში სამთო სწავლება გაიმართა

სვანეთში, დაბა მესტიაში ზამთრის პირობებში სამთო სწავლება გაიმართა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლება ფრანგი სამთო ექსპერტების მიერ პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის სამთო ინსტრუქტორების გადამზადებას ისახავდა მიზნად.

სამთო გადამზადების ფარგლებში ქართველმა ინსტრუქტორებმა სხვადასხვა დროს შესწავლილი საკითხები დახვეწეს. მათ ზღვის დონიდან 3500 მეტრის სიმაღლეზე ტექნიკურად რთულ რელიეფზე ისეთი მოქმედებების შესრულება მოუწიათ, როგორიცაა ზვავსაშიშ ფერდობებზე მარშ-გადაადგილება, ზვავში მოყოლილი ადამიანის ძებნა და ევაკუაციის ორგანიზება სამაშველო საკაცე „U T 2000“-ის გამოყენებით, ასევე თოვლის საფარის შემოწმება შემდგომში ზვავსაშიში ფერდობის უსაფრთხოდ გადალახვისთვის, სირთულეებზე ასვლა და შემდეგ გაუკვალავ თოვლში რთულ რელიეფზე დაშვების პრაქტიკული მეცადინეობა. ქართველმა ინსტრუქტორებმა უამინდობის დროს თავის გადარჩენის მიზნით თოვლში თავშესაფრის მოწყობაც უზრუნველყვეს.

ორივე მხარის შეფასებით, სწავლებამ წარმატებით ჩაიარა, რაც საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორებს ნატოს პარტნიორობა მშვიდობის ფარგლებში (PFP) კურსების უსაფრთხოდ და ორგანიზებულად ჩატარებისთვის გამოადგებათ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics