02:03 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-19 14:32:14, 424 ნახვა

საზოგადოება
5 ბენეფიციარი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში სკანირების ცენტრში დასაქმდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“ 5  ბენეფიციარი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში სკანირების ცენტრში დასაქმდა.

 საჯარო რეესტრის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ერთი წლის წინ, სააგენტოში 4 ბენეფიციარი დასაქმდა, რომლებიც სკანირების ცენტრში საარქივო მასალებისა და სხვადასხვა დოკუმენტის ციფრულ ფორმატში გადატანის პროცესში წარმატებით მონაწილეობენ.  ამჟამად, ჯამში 9 ყოფილი პატიმარია დასაქმებული საჯარო რეესტრის სკანირების ცენტრში.

დღეს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე და სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორი ჯონი კვინიკაძე ახლად დასაქმებულ ყოფილ პატიმრებს პირადად შეხვდნენ და მუშაობის სპეციფიკა გააცნეს.

ყოფილმა პატიმრებმა დასაქმებამდე დანაშაულის პრევენციის ცენტრის სერვისებით ისარგებლეს. ისინი ზედმიწევნით ასრულებდნენ რეაბილიტაციის ინდივიდუალური გეგმით გათვალისწინებულ აქტივობებს, რომელიც მათთვის პირადმა სოციალურმა მუშაკმა შეადგინა. ყოფილმა პატიმრებმა აგრეთვე, წარმატებით გაიარეს სხვადასხვა ტრენინგ კურსი.

"საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების მიმართ დისკრიმინაციული და სტერეოტიპული შეხედულებების ნგრევას. ერთ-ერთ ასეთ ჯგუფს წარმოადგენენ ყოფილი პატიმრები, რომლებისთვის საზოგადოებაში ინტეგრაცია ხშირად დიდ პრობლემას წარმოადგენს. სააგენტომ გამოხატა მზადყოფნა მათთვის ხელი შეეწყო და დაესაქმებინა. მოგეხსენებათ, სააგენტო მუშაობს საარქივო დოკუმენტების ციფრულ ფორმატში გადატანის პროექტზე. ეს ადამიანები სწორედ ამ პროეტში დასაქმდნენ და იმედი გვაქვს ამით კიდევ ერთხელ შევუწყობთ ხელს  მათ რეაბილიტაციას" - აღნიშნა საჯარო რეესტრის თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ.

„ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“ მიზანია, სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული  პირების რეაბილიტაციის  ხელშეწყობა, მათი დაბრუნება  საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად. ყოფილი პატიმარი, რომელიც საზოგადოებას სრულფასოვან  წევრად დაუბრუნდება, უკვე აღარ ჩაიდენს დანაშაულს. ეს კი ქვეყანაში უსაფრთხო გარემოს  შექმნის წინაპირობაა. პროგრამის  ამოქმედებიდან დღემდე იუსტიციის  სამინისტროს სისტემაში 22 ყოფილი პატიმარია დასაქმებული. „განსაკუთრებით მისასალმებელია იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ-ების მხრიდან მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მაგალითები, მათ შორის ყველაზე გამორჩეულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვს ყოფილ პატიომართა რეაბილიტაციის პროცესში და რომელმაც, შარშან ასევე წარმატებით დაასაქმა  4 ყოფილი პატიმარი“, განაცხადა დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორმა ჯონი კვინიკაძემ.

ცნობისთვის, „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა“ 2012 წლიდან  დაიწყო. საყოველთაო ამნისტიის პირობებში ეს იყო პირველი პროგრამა, რომლის მეშვეობითაც სახელმწიფომ ციხიდან გათავისუფლებულ პირებს  რეაბილიტაციაში დახმარება შესთავაზა. პროგრამას იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ახორციელებს. მასში აქტიურად ჩართულია 917 ყოფილი პატიმარი. მათგან დასაქმებულია 143 ბენეფიციარი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics