14:28 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-10 16:37:40, 705 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო - უსაფრთხო საცხოვრისი წელს 90-მა ოჯახმა შეიძინა

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს “ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის” პროგრამის ფარგლებში, უსაფრთხო საცხოვრისი, დღეს დამატებით 8 ეკომიგრანტმა ოჯახმა შეიძინა. საკუთრების რეგისტრაციის პროცედურა ბათუმის იუსტიციის სახლში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

აჭარის ჯანდაცვის ცნობით, მიმდინარე წელს სამინისტროს პროგრამით ჯამში 90-მა ოჯახმა ისარგებლა, წლის განმავლობაში გათვალისწინებულია თანადაფინანსებით 120 ოჯახისთვის უსაფრთხო საცხოვრებელის შეძენა.

"2024 წელს გაიზარდა პროგრამის ბიუჯეტი და 5 016 840 ლარი შეადგინა. შესაბამისად გაიზარდა თითოეულ ეკომიგრანტ ოჯახზე სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსების წილი 50 000 ლარამდე.

პროგრამაში ჩართვა შეუძლიათ ოჯახებს, რომლებიც რეგისტრირებულები არიან ეკომიგრანტთა მუდმივად განახლებად ერთიან ელექტრონულ ბაზაში და მინიჭებული აქვთ პრიორიტეტულობის ქულა. პროგრამაში ჩართვისთვის ბენეფიციარმა უნდა მიმართოს შესაბამის თვითმმართველ ერთეულს, დაზიანებული საცხოვრებელი ფართის მდებარეობის მიხედვით", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics