14:41 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-05 14:25:08, 346 ნახვა

რეგიონი
ქედის მუნიციპალიტეტმა მაღალი გამავლობის, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ნაგავმზიდი შეიძინა

ქედის მუნიციპალიტეტმა, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით და აჭარის ბიუჯეტიდან მიღებული კაპიტალური ტრანსფერით, მაღალი გამავლობის, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ნაგავმზიდი შეიძინა, რომელიც დღეს, მუნიციპალიტეტის მერმა, როლანდი ბერიძემ საკრებულოს თავმჯდომარესთან, ამირან ცინცაძესთან ერთად, ქედის კომუნალურსერვის გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, ახალი ნაგავმზიდი მანქანით საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა ყოველდღიურად იქნება შესაძლებელი, რომელიც ათივე ადმინისტრაციულ ერთეულს მოიცავს.

„დღემდე, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანას ორი ერთეული ნაგავმზიდი ახორციელებდა. აღსანიშნავია, რომ ქედაში 64 - ვე სოფელში განთავსებულია ნაგავშემკრები კონტეინერები, რომლის განახლება და ახლით ჩანაცვლება ყოველწლიურად მიმდინარეობს და მიმდინარე წელს, მუნიციპალიტეტის მერია 40 - მდე ახალ ნაგავშემკრებ კონტეინერს შეიძენს.

10.5 კუბური მეტრი ტევადობის, ახალი თვითვმცლელი IVECO-ს მარკის ნაგავმზიდის შესაძენად ბიუჯეტიდან 430 630 ლარი დაიხარჯა“, - აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics